პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: მიმაჩნია, რომ დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასიდან უკან დახევა და მიწის საკუთარი ნებით დათმობა ომის წაგებას ნიშნავს, რადგან ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ შემდეგ ახალ დათმობებს არ მოსთხოვენ.

ზელენსკი: მიმაჩნია, რომ დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ დატოვებენ თავდაცვის ძალები დონბასის იმ ნაწილს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ქალაქ ჩოპში, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს. მე მართლა ასე ვფიქრობ. ვგულისხმობ უკან დახევას არა საბრძოლო მოქმედებების გამო, არამედ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასა და საკუთარი მიწის დატოვებას, რადგან საუბარი ჰექტრებს არ ეხება. და ვერავინ, როგორი უსაფრთხოების გარანტიებიც არ უნდა არსებობდეს, ვერასოდეს მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თუ საკუთარი ნებით დათმეთ სახელმწიფოს ერთი ნაწილი, შემდეგ კიდევ რაღაცის დათმობას არ გაიძულებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიჩნევს შეუძლებლად უკრაინული მიწის ჩაბარების ვარიანტს, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიაში ჭარბობს აზრი, რომ თუ უკრაინული მიწის ერთი ნაწილის დათმობა მოხდება, რუსები ანალოგიურ ნაბიჯებს მოითხოვენ ხარკოვის ოლქის, დნიპროსა თუ ზაპოროჟიეს მიმართაც.

„დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა, და ჩვენი თავდაცვის ძალებისა და შეიარაღებული ძალების წყალობით, ყველა უნდა იდგეს, გამაგრდეს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა - მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია, და თუ ისინი ვერ გაგვტეხენ, რაც დამოკიდებულია ჩვენზე, აშშ-ის სიმტკიცესა და ევროპის ერთიანობაზე - თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე წავლენ“, - დარწმუნებულია ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის აზრით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს, რადგან დღეს ის თვეში 50 ათასზე მეტ ჯარისკაცს კარგავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები