ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას განაახლებს. პლენუმმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის შუამდგომლობები პროცესის გადადებასა და სტრასბურგისა თუ ვენეციის კომისიის ჩართვაზე.

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებსპირველი არხი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

სარჩელის არსებითი განხილვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში კი სხდომები, შესაძლოა, მომდევნო კვირებშიც გაიმართოს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამდღიანი განხილვის დროს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის, ითხოვდნენ, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად სტრასბურგში გაეგზავნათ, ასევე პროცესში ჩართულიყვნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ოპოზიციამ სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებაც მოითხოვა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 14:00 საათიდან განახლდება
  2. TV პირველიოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
  3. ალიაოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განაახლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები