ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 14:00 საათიდან განახლდება
„ქართული ოცნების“ სარჩელის საფუძველზე, ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება. საქმე გადადის ახსნა-განმარტების ეტაპზე, სადაც მოსარჩელე მხარე პარტიების აკრძალვის დასასაბუთებლად მტკიცებულებებს წარადგენს.

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ცენტრალური ნაწილის განხილვით გრძელდება. სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.
მიმდინარე კვირიდან საქმე ახსნა განმარტების ეტაპზე გადადის და მოსარჩელე მხარე მტკიცებულებებს წარადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აიკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო", პარტია "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" - სწორედ ამ 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას ითხოვს „ქართული ოცნება“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…