ირაკლი კობახიძე: “აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აჭარაში წელს 4 ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა, 27 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მისი თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება, სამომავლოდ კი ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.

Screenshot
“აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე.
“აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას. აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ.
ჩვენი საბოლოო მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე სივრცე და გარემო. ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება.
განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პედაგოგებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თქვენს საქმიანობასა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის წარმატება. თქვენ ღირსეულად ემსახურებით ამ საქმეს. ღირსეულ თაობას უზრდით ჩვენს ქვეყანას.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის გახსნას და ყველას, განსაკუთრებით, მოსწავლეებს, გისურვებთ დიდ წარმატებას”, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
- რუსთავი 2პრემიერი: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია, ისტორიული შენობის და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს, აშენდა ახალი სკოლა, აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის - აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
- პირველი არხიზურაბ პატარაძე – დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება, ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
- რუსთავი 2ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
- რუსთავი 2ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა აჭარაში - პრემიერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ციტატები სტატიიდან
„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.