პრემიერი: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია, ისტორიული შენობის და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს, აშენდა ახალი სკოლა, აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე განაცხადა, რომ განათლების სისტემის განვითარება და ინფრასტრუქტურის განახლება მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, დანგრეული ისტორიული სკოლის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა, რომელიც 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. პრემიერმა ასევე დაათვალიერა ბათუმის რეაბილიტირებული მე-4 და მე-5 სკოლები.

ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლად აშენებულ სკოლაში სრულად არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები.
"ყველას მინდა, მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს! თქვენთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი ცხოვრებაში და ყველას მინდა, გისურვოთ ბედნიერი წლები და ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული და საფუძველს ჩაუყრის ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა 21-ე სკოლის მოსწავლეებისთვის ბათუმში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამ სასწავლო წელს ხვდებიან სრულიად ახლად აშენებულ სკოლაში, სადაც არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები ყველა თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ასეთი სასწავლო გარემო ნიშნავს კიდევ უფრო მეტად ხარისხიან განათლებას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ახალ სკოლას, რომელიც 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველანაირი თანამედროვე სტანდარტით და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.
ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. თავის დროზე, აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა და შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში - იმ ადგილას, სადაც დაინგრა სკოლა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ბავშვებისთვის, განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას.
დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ბათუმში მე-4 და მე-5 სკოლები, რომლებიც სრულად არის რეაბილიტირებული და იქაც ბავშვებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად ახალი, თანამედროვე გარემო", - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის - აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
- POSTVირაკლი კობახიძე: “აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი
- პირველი არხიზურაბ პატარაძე – დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება, ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
- რუსთავი 2ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
- რუსთავი 2ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა აჭარაში - პრემიერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.