ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა და 4 და 5 საჯარო სკოლები განახლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება და წელს აჭარას ოთხი ახალი სკოლა შეემატა, მომავალ წელს კი კიდევ შვიდი ახალი სკოლის აშენება იგეგმება. ახალი სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი ღირებულება 8 500 000 ლარია.

ბათუმში ახალი №21 საჯარო სკოლა გაიხსნა, №4 და №5 საჯარო სკოლები კი სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.
ახალი №21 საჯარო სკოლა გახსნა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიულოცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით გრძელდება და წელს აჭარას ოთხი ახალი სკოლა შეემატა, მომავალ წელს კი კიდევ შვიდი ახალი სკოლის აშენება იგეგმება.
"ჩვენი რეგიონისა და ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. დღეს აქ იწერება ჩვენი რეგიონის ახალი ისტორია.
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარებაა. მომავალ თაობაში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიცია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ახალ სასწავლო წელს აჭარაში ოთხი ახალი სკოლით შევხვდით. მომავალ წელს რეგიონს კიდევ შვიდი ახალი სკოლა შეემატება. ეს არის ის დინამიკა, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ჩვენს ბავშვებზე ზრუნვას ემსახურება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს პატარებზე. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, ჩვენს ბავშვებს კი – ნათელი, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის წარმომადგენლებმა ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსებულია სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები და ღია მოედანი. სკოლის მშენებლობისა და აღჭურვის ღირებულება 8 500 000 ლარია.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელთა განახლება მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა, მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
- რუსთავი 2პრემიერი: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია, ისტორიული შენობის და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს, აშენდა ახალი სკოლა, აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის - აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
- POSTVირაკლი კობახიძე: “აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი
- პირველი არხიზურაბ პატარაძე – დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება, ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
- რუსთავი 2ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა აჭარაში - პრემიერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…