პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისათვის, რომ ვითარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები დაძლეულია. მისი თქმით, გაუქმდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ე.წ. „ესიდა“ და ეს ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას დაჩქარებული ტემპით უზრუნველყოფს.

პრემიერი: “გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისათვის, რომ ვითარება
POSTV

“ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ე.წ. „ესიდა“ შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლების სამინისტროსთან ერთად, მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული.

ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენელობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გვქონდა გამოწვევები, ვითარების გამოსასწორებლად ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული, გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის - აქ ჩანს განსხვავება ხელწერაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები