ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ირაკლი კობახიძე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული, გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები დაძლეულია და სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. მისი თქმით, ინსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში სსიპ Esida გაუქმდა და ეს ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

ირაკლი კობახიძე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული, გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ირაკლი კობახიძე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული, გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაციაინტერპრესნიუსი

ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრი სკოლის აშენება და რეაბილიტაციაა საჭირო. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს დაახლოებით 2 100 სკოლა, საიდანაც ბევრი არის არასათანადო მდგომარეობაში და შემდგომი წლების განმავლობაში, საბოლოოდ დასრულდება ყველა სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბოლოო მიზანია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე ტიპის სივრცე.

„ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისთვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, Esida შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა, უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენებლობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისთვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, Esida შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა, უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენებლობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.