ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა​

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა და სასწავლო წლის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცა მოსწავლეებსა და პედაგოგებს. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა​
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა​რუსთავი 2

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის სრულად განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერი სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

მთლიანად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. ასევე სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პრემიერი: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია, ისტორიული შენობის და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს, აშენდა ახალი სკოლა, აქ ჩანს განსხვავება ხელწერაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები