ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა აჭარაში - პრემიერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების პრიორიტეტია. აჭარაში ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა აჭარაში - პრემიერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა აჭარაში - პრემიერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიარუსთავი 2

ბათუმის ახლად აშენებულ, 21-ე საჯარო სკოლაში ზარი იმის მაუწყებელია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს სრულიად ახალ გარემოში დაიწყებენ. საკლასო ოთახების, სპორტული და სააქტო დარბაზების, ბიბლიოთეკის, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეების კეთილმოწყობისთვის რვა მილიონ 500 000 ლარი გამოიყო. შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აჭარაში წელს უკვე დასრულდა ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა. სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 27 სკოლას ჩაუტარდა. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. 2027 წლისთვის კი, კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50-ის რეაბილიტაცია იგეგმება.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში ბუნებრივია არის გარკვეული გამოწვევები. გაჭიანურებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუ ავარიული შენობები, თუმცა განათლების მინისტრის შეფასებით, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები, თანმიმდევრული მიდგომებით უნდა აღმოიფხვრას. მიზანი ყველა მოსწავლისთვის თანამედროვე და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაა.

ახალი სასწავლო წელი პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახლად რეაბილიტირებული მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა.

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. სრულად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

2026-2028 წლებში აჭარის რეგიონში საერთო ჯამში, 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები