ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ფეიქრიშვილის განმარტებით საკანში მარტოა და უსაფრთხოებაზე პრეტენზიები არ აქვს – ომბუდსმენი

იუსტიციის სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გლდანის ციხეში მყოფი გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტოა და უსაფრთხოებაზე პრეტენზია არ აქვს. ამ განცხადებით უარყოფილია მისი დედის ინფორმაცია, თითქოს საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

გიორგი ფეიქრიშვილის განმარტებით საკანში მარტოა და უსაფრთხოებაზე პრეტენზიები არ აქვს – ომბუდსმენი
გიორგი ფეიქრიშვილის განმარტებით საკანში მარტოა და უსაფრთხოებაზე პრეტენზიები არ აქვს – ომბუდსმენინეტგაზეთი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 25 ოქტომბერს, ომბუდსმენის წარმომადგენელმა გლდანის ციხეში პატიმარი გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, გიორგი ფეიქრიშვილმა მათ წარმომადგენელს უთხრა, რომ საკანში მარტო იმყოფება და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ.

2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

დღეს ძმები ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განცხადა, რომ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის საკანში მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და სხვები არიან შესული.

როგორც ფეიქრიშვილების დედა „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, ეს ინფორმაცია იმავე წყარომ მიაწოდა, რომელმაც მანამდე მისი მეორე შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ შეატყობინა.

ნინო აბრამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს პენიტენციური სამსახური. უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და მასზე 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდება.

ამასთან, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ თუ ოჯახს სურვილი ექნება, ადვოკატს შეუძლია გიორგი ფეიქრიშვილი დღესვე მოინახულოს და დარწმუნდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

გასულ კვირას ძმები ფეიქრიშვილების დედამ და ადვოკატმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი ფეიქრიშვილის ტყუფის ცალი, დავით ფეიქრიშვილი გლდანის ციხის საკანში რამდენიმე პირმა სცემა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). . ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა. დაზიანებების გამო დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივა მედში“ ორჯერ გადაიყვანეს.

ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.

პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ. 2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილის თქმით, დაზიანებები ყიფიანმა, „კაწრომ“ და სხვებმა მიაყენეს – ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები