ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

იუსტიციის სამინისტრო

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, №8 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებაზე პრეტენზია არ აქვს. მანამდე დედამ განაცხადა, რომ შვილის საცემად საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვსფორმულა

ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე.

"მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის საკანში მისი შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საცემად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და სხვები არიან შესული.

პენიტენციურ სამსახურში "ფორმულას" უთხრეს რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო, 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. პრესსამსახურის თქმით, თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს პატიმარი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები