ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა – ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურა

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის მტკიცებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს დაზიანებები ბილანიშვილმა მიაყენა, რადგან ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა კორპუსში არიან განთავსებული.

ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა – ადვოკატი
ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა – ადვოკატინეტგაზეთი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის („კაწროს“) ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ტყუილია, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ავთანდილ ბილანიშვილი და ძმები ფეიქრიშვილები გლდანის ციხის სხვადასხვა კორპუსში არიან შესახლებული.

ბილანიშვილის ადვოკატის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ის ინფორმაცია, რომ თითქოს ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილი მათ საკანში შეუშვეს, ეს არის ტყუილი. დედა საუბრობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დედა ამ შემთხვევაში არის არაობიექტური. მას შეიძლება ემოციამ სძლიოს და ალაპარაკოს მისი ეჭვების შესახებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ეჭვებია და არ შეესაბამება სიმართლეს. ასე არ არის, რომ ვისაც რა მოესურვება ის განახორციელოს რომელიმე კამერაში.

ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი და ისინი [ძმები ფეიქრიშვილები] ციხის საერთოდ სხვადასხვა კორპუსში არიან. მე არ ვარ ვალდებული და არც მოვიტან მაგ ცნობებს, თუ რომელ კორპუსშია მაგალითად ავთანდილ ბილანიშვილი და რომელ კორპუსში არიან ისინი“, – განაცხადა თამარ აბესაძემ.

ადვოკატის თქმით, დადგება დრო, როცა ავთანდილ ბილანშვილის რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო სარჩელს წარადგენენ.

„ველოდებით, რა შედეგებს დაგვიდებს საგამოძიებო სამსახური. საქმეში ჩართულია გენინსპექციაც და სახალხო დამცველის აპარატიც. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს დეტალურად იძიებენ. დადგება ის დრო, როდესაც პირის სახელისა და მისი რეპუტაციის მიმართ შემლახავი ინფორმაციებით მე და ავთანდილ ბილანიშვილი რაიმე სახის სარჩელს წარვადგენთ იმიტომ, რომ ასე ხელაღებით ადამიანზე ისაუბრო ისე, თითქოს შენი თვალით ხედავდე, რა მოხდა და ასე აგორებული ჭორი არ უნდა იყოს გავრცელებული საზოგადოებაში“, – განაცხადა აბესაძემ.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, სასჯელს გლდანის ციხეში არიან მოთავსებული. ამავე დაწესებულებაში იმყოფებიან რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს („კაწრო“), რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში.

ფეიქრიშვილების დედამ და ადვოკატმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. ის 19-20 ოქტომბერს კლინიკა „ვივა მედში“ ორჯერ გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.

25 ოქტომბერს ფეიქრიშვილების დედამ განაცხადა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვატო ყიფიანი და სხვები ამჯერა მისი მეორე შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საკანში იყვნენ შესულები. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ფეიქრიშვილის მონახულების შემდეგ არც ადვოკატმა და არც სახალხო დამცველის აპარტმა არ დაადასტურეს.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური“კაწროს“ ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ბილანიშვილმა მიაყენა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„გამოვრიცხავთ“ – ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებებს უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები