ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ფეიქრიშვილი სტაციონარშია მოთავსებული – ზურაბ ჩხაიძე

იუსტიციის სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივა მედშია“ მოთავსებული; ადვოკატის მტკიცებით, მას გლდანის ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა.

დავით ფეიქრიშვილი სტაციონარშია მოთავსებული – ზურაბ ჩხაიძე
დავით ფეიქრიშვილი სტაციონარშია მოთავსებული – ზურაბ ჩხაიძენეტგაზეთი

კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ამ დროისთვის სტაციონარშია მოთავსებული და სტაციონარულ მკურნალობას კლინიკის პირობებში გადის.

„მას გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება და ახლა უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, – განუცხადა ნეტგაზეთს ზურაბ ჩხაიძემ.

რა სახის დაზიანებები ჰქონდა „ვივა მედში“ შეყვანისას დავით ფეიქრიშვილს, ამაზე ზურაბ ჩხაიძე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არაა. მისი თქმით, ყველა ინფორმაცია გადაცემული აქვს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს.

დავით ფეიქრიშვილი, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულების პატიმარია, „ვივა მედში“ გუშინ, 20 ოქტომბერს, გადაიყვანეს.

გუშინ ზურაბ ჩხაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პატიმარ ფეიქრიშვილს ზემო კიდურების ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობა ჰქონდა, ასევე აღენიშნებოდა ხელებზე ნაკვეთი ჭრილობები.

დავით ფეიქრიშვილი „ვივა მედში“ წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო გადაყვანილი, თუმცა ის მალევს გლდანის ციხეში დააბრუნეს.

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა, გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.

თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა, მანამ სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.

დავით ფეიქრიშვილის თქმით, დაზიანებები ყიფიანმა, „კაწრომ“ და სხვებმა მიაყენეს – ადვოკატი

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება და ახლა უტარდება შესაბამისი მკურნალობა“
ზურაბ ჩხაიძე
„მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული - ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები