ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის თანხის გადახდა უწევთ. უწყების ცნობით, ხარჯებს სრულად სახელმწიფო ფარავს. თბილისში 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ, რაზეც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, ხოლო შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.
„შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.
განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. საგამოძიებო სამსახურმა ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს მუშაობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
- POSTVჯანდაცვის სამინისტრო: “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის
- ინტერპრესნიუსიჯანდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.