თბილისის ბაგა-ბაღების მენიუდან დროებით რძის პროდუქტი ამოიღეს
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან დროებით რძის პროდუქტი ამოიღეს. ბაღებში ბავშვებისა და აღმზრდელების ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დროებით თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან" - უთხრეს სააგენტოში IPN-ს.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი. ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. სარჯველაძის განცხადებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.
სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - სარჯველაძე ბაღებზ
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.