ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა

საბავშვო ბაღებში ბავშვების სავარაუდო მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე ციციშვილის კლინიკაში დამატებითი პაციენტები მიიღეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 17 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ნაწილი უკვე გაეწერა. მომხდარ ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა
საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდაTV პირველი

საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა - მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში, გუშინ საღამოს დამატებით ოთხი პაციენტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

"პირველების" ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა მომატებულია იაშვილის კლინიკაშიც - ჩვენ ახლა ამ ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას კლინიკისგან ველოდებით.

ყველას ანალოგიური სიმპტომი აქვს - მოზარდებს აწუხებთ პირღებინება, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე.

გუშინ დღის მეორე ნახევარში სამი პაციენტი დაემატა ჩვენს 14 პაციენტს. ამ ეტაპზე 17 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას კლინიკაში და სადღაც 5 პაციენტი ამ დილის მონაცემებით გაეწერა ბინაზე. დანარჩენები ჯერ-ჯერობით გააგრძელებენ მკურნალობას. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, უბრალოდ ელექსტროლიტების და სითხის შევსება მიმდინარეობს ამ ბავშვების. ჩივილები იყო გასტრო-ენტერიტის მოვლენები, ღებინება-დიარეით, ზოგს დიარეა შემდეგ დაეწყო, თუმცა ყველგან იყო წამყვანი სიმპტომი ღებინება, ანუ გასტრო-ენტერიტი ჰქონდათ ბავშვებს", - აცხადებს მაია ჩხაიძე.

უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა:

59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.