ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში როუდშოუები "Emotions are Georgia – China Roadshow 2026" მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ქალაქებში – პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში როუდშოუებსა და პრეზენტაციებს მართავს, რომელთა მიზანი ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში როუდშოუები "Emotions are Georgia – China Roadshow 2026" მიმდინარეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში როუდშოუები "Emotions are Georgia – China Roadshow 2026" მიმდინარეობსრუსთავი 2

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში როუდშოუები "Emotions are Georgia – China Roadshow 2026" მიმდინარეობს.

ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ტარდება. ჩინელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

პარალელურად პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.

ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და უნიკალურ ბუნებას ეცნობიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შვედეთში, ნორვეგიაში, გერმანიასა და პოლონეთში გარე სარეკლამო ბანერები განთავსდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები