Emotions are Georgia - China Roadshow – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები და სარეკლამო კამპანია ჩინეთში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორების მოსაზიდად მასშტაბურ როუდშოუებსა და სარეკლამო კამპანიას ატარებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში როუდშოუები „Emotions are Georgia – China Roadshow 2026“ მიმდინარეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ტარდება. ჩინელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
პარალელურად პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.
ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და უნიკალურ ბუნებას ეცნობიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…