პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში, ალმათიში როუდშოუ გამართა, რომელშიც 50 ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს
POSTV

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში როუდშოუ სახელწოდებით „Emotions are Georgia“ გამართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პარალელურად კი B2B შეხვედრები გაიმართა ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ყაზახეთში გამართული როუდშოუს პარალელურად, ყაზახი ტუროპერატორებისთვის გაცნობითი ტურები საქართველოშიც მოაწყო. ტურის მიმდინარეობისას ყაზახი სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ასევე გაიმართა მედიატურები ყაზახი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობო„Emotions are Georgia“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"Emotions are Georgia" - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„Emotions are Georgia“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები