პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო - Reuters

აშშ-მა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით პირსა და ორგანიზაციას შეეხო. ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა გაკოტრების პირას მყოფი რეჟიმის გადარჩენის უკანასკნელი საშუალებაა.

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო - Reuters
რუსთავი 2

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ახალი ზომებით ვაშინგტონი ცდილობს, ირანი გლობალური ეკონომიკისგან კიდევ უფრო მეტად იზოლირებული გახადოს და მისი ჩრდილოვანი საბანკო ქსელების საქმიანობა შეაფერხოს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გამოაქვეყნა ანალიზი, რომლის თანახმადაც, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტომდე განხორციელდა თითქმის 15 მილიარდი დოლარის ფინანსური ოპერაციები, რომლებიც, უწყების შეფასებით, შესაძლოა ირანის ჩრდილოვან საბანკო სტრუქტურებთან იყოს დაკავშირებული.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაწესებული სანქციები შეეხო ირანის 20-მდე სავალუტო გადამცვლელ პუნქტსა და ფიქციურ კომპანიას, რომლებიც ირანის საგარეო ვაჭრობის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ. მათ შორის არიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანიები, ასევე ამ ქსელების საკვანძო პირები.

"ირანის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, მისი ლიდერები კი პანიკაში არიან. ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა გაკოტრების პირას მყოფი რეჟიმის ფინანსური გადარჩენის უკანასკნელი საშუალებაა. ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ამ უკანონო ქსელების დაშლას მანამ, სანამ ამ პრობლემის სათავეს არ აღმოვფხვრით", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

შტატების ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას ირანის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. ეს სისტემა ეყრდნობა ირანში მოქმედ ათობით სავალუტო გადამცვლელ კომპანიასა და ე.წ. რაჰბარ კომპანიებს - ბანკებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ირანში მყოფი კლიენტებისთვის სანქციების გვერდის ავლის ქსელებს მართავენ.

უწყების განცხადებით, ამ გზით საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მილიარდობით დოლარი მოძრაობს, რაც ირანის საგარეო ვაჭრობის უკანასკნელი პუნქტების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: ირანის მუქარის გამო, აშშ-ის ხაზინის მდივანი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები