პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"Emotions are Georgia" - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში როუდშოუ „Emotions are Georgia“ გამართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო.

"Emotions are Georgia" - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს
რუსთავი 2

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში როუდშოუ სახელწოდებით "Emotions are Georgia" გამართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პარალელურად კი B2B შეხვედრები გაიმართა ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ყაზახეთში გამართული როუდშოუს პარალელურად, ყაზახი ტუროპერატორებისთვის გაცნობითი ტურები საქართველოშიც მოაწყო. ტურის მიმდინარეობისას ყაზახი სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ასევე გაიმართა მედიატურები ყაზახი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფებისთვის. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ასევე ეწვივნენ მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და გურიის მხარეებს.

ტურის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ყაზახეთის წამყვან ბიზნეს/ეკონომიკურ პორტალებსა და მედიაპლატფორმებზე.

ყაზახი ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტები: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას.

საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Emotions are Georgia - China Roadshow – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები და სარეკლამო კამპანია ჩინეთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები