ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორი სასამართლო კლანის წევრად მოიაზრებს და რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას (ვეტინგს) ღიად ეწინააღმდეგება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიესნეტგაზეთი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ხმათა უმრავლესობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩია.

პლენუმმა ასევე დაამტკიცა სასამართლოს კოლეგიების ახალი შემადგენლობები:

პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი (კოლეგიის თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი.

მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე სერგო მეთოფიშვილი პროკურატურაში მუშაობდა. ბოლოს, 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მეთოფიშვილი ხშირად აკრიტიკებს, მას სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის აქტიურ წევრად მოიაზრებენ. მეთოფიშვილი იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას (ე.წ. ვეტინგს).

მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია

მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია

მეთოფიშვილის თქმით, ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მან ჩააბეტონა სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი" - ირაკლი კუპრაძე სერგო მეთოფიშვილს წარსულს ახსენებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები