საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი აირჩია, ასევე მიიღო დადგენილება კოლეგიების ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების შესახებ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო დადგენილება სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბერს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-11 მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიიღო დადგენილება სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ შემდეგი შემადგენლობით: პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი და მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-15 მუხლის, მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ორგანული კანონის მე-11 მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიიღო დადგენილება სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ შემდეგი შემადგენლობით: პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი და მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-15 მუხლის, მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…