პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. ამასთან, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
BM.GE

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი სერგო მეთოფიშვილი", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეთოფიშვილი აქამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ მუშაობდა. 2021-2025 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე. მეთოფიშვილი წლების განმავლობაში ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

22 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილი დანიშნა. კიკილაშვილი ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციური"ქართულმა ოცნებამ" დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების პროცესი - უფლებადამცველი
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმეთოფიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე ხდება - მას „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენ
  3. ფორმულაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი დანიშნეს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები