ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების წინა დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს.

სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიესრადიო თავისუფლება

„ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი“, - წერია ვებგვერდზე.

ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მეთოფიშვილი ამ თანამდებობაზე 20 ოქტომბერს აირჩიეს, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე განხილვის დაწყების წინა დღეს.

ამავე დღეს ხელახლა ჩამოყალიბდა სასამართლოს ორი კოლეგია:

პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი;

მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი (თავმჯდომარე), სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს. სწორედ ის იკავებდა მეორე კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები