საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი დანიშნეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა, ხოლო მიხეილ ყაველაშვილმა ამავე სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა. ისინი თეიმურაზ ტუღუშსა და გიორგი კვერენჩხილაძეს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენ.
მეთოფიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2 ოქტომბრიდან შეუდგება და ის ამ პოზიციაზე თეიმურაზ ტუღუშს შეცვლის, რომელსაც 10-წლიანი ვადა ეწურება.
პარალელურად, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა, რომელიც ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი კვერენჩხილაძის ადგილს დაიკავებს. როგორც კვერენჩხილაძეს, ისე ტუღუშს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.