პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი: უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული?!

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, გაუგებარია ევრობიუროკრატების აღშფოთება ხუთი პარტიის აკრძალვაზე, მაშინ როცა თავად ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით ანტიკონსტიტუციური პარტიაა აკრძალული.

ნინო წილოსანი: უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული?!
იმედინიუსი

უცნაურია ევრობიუროკრატების აღშფოთება. ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომელიც ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე აიკრძალა და არამხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებში, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატების განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ეხმიანება იმ უსუსურ მცდელობას, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ.

„უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული?! ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე, ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომელიც აიკრძალა და არამხოლოდ მათ შორის კანდიდატ სახელმწიფოებში. ამ შემთხვევაში ერთადერთს ვხედავთ მათი მხრიდან — ამ მართლაც რომ დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას. მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ეხმიანება იმ უსუსურ მცდელობას, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად გაიმართლონ თავი“, — აღნიშნა წილოსანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობონინო წილოსანი – უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება უსუსურ მცდელობას, რომელიც რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურინინო წილოსანი - რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი პარტიების აკრძალვაზე: ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის კონსტიტუციის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში ვიღაცისთვის კრიტიკის საფუძველია. ეს აუცილებლად გასავლელია, ისტორიულ პროცესში ვართ. ქართველი ხალხის მოთხოვნაა ეს ადამიანები ნახონ განსასჯელის სკამზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები