პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი: სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ალბათ ბევრმა დაინახა, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

ნინო წილოსანის განცხადებით, ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს, რადგან საკუთარ ქვეყნებში დემონსტრანტების ბრუტალური ფორმებით დაკავებას არ ერიდებიან, ხოლო საქართველოს მაღალი სტანდარტის ოპერაციებს აკრიტიკებდნენ.

ნინო წილოსანი: სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ალბათ ბევრმა დაინახა, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით
იმედინიუსი

სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, ის ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ალბათ ბევრმა დაინახა, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით.

„მათ მაშინაც ძალიან კარგად იცოდნენ რა მოცემულობა და ვითარება იყო საქართველოში, თუმცა იმ შემთხვევაში აწყობდათ, რომ ეს მშვიდობიანი ყოფილიყო, ამ შემთხვევაში კი ვიცით, რომ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტია, რომელიც, არ შევდივარ განხილვაში, ალბათ იმსახურებდა. ვხედავდით იმ ძალადობრივ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი მიმართავდნენ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ირონიულია მათი მხრიდან, როდესაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად ისინი არ ერიდებიან ათასობით დემონსტრანტის დაკავებას, ყველაზე ბრუტალური, ყველაზე უხეში ფორმების გამოყენებით იცავს სამართალდამცველი ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული ოპერაციებიც კი კრიტიკის ქვეშ იყო.

პროცესები იქით მიდის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი სასაუბრო იარაღი და არგუმენტი გვაქვს მათთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ“, - აღნიშნა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ მაშინაც ძალიან კარგად იცოდნენ რა მოცემულობა და ვითარება იყო საქართველოში, თუმცა იმ შემთხვევაში აწყობდათ, რომ ეს მშვიდობიანი ყოფილიყო, ამ შემთხვევაში კი ვიცით, რომ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტია, რომელიც, არ შევდივარ განხილვაში, ალბათ იმსახურებდა. ვხედავდით იმ ძალადობრივ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი მიმართავდნენ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ირონიულია მათი მხრიდან, როდესაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად ისინი არ ერიდებიან ათასობით დემონსტრანტის დაკავებას, ყველაზე ბრუტალური, ყველაზე უხეში ფორმების გამოყენებით იცავს სამართალდამცველი ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული ოპერაციებიც კი კრიტიკის ქვეშ იყო. პროცესები იქით მიდის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი სასაუბრო იარაღი და არგუმენტი გვაქვს მათთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რატი იონათამიშვილი – ევროპაში მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება, კანონში ცვლილება რომ შეგვქონდა, უკან გადადგმულ ნაბიჯად ნათლავდნენ, დღეს კი, დემოკრატია დასაცავი ევროპაში გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები