ირაკლი შატაკიშვილი: ვნახეთ მათ მიერ დადგმული ერთგვარი შოუ. შუამდგომლობები, რომლებიც მათი მხრიდან იყო დაყენებული უარგუმენტო და დაუსაბუთებელია. ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა
ირაკლი შატაკიშვილი ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში შოუს დადგმასა და უარგუმენტო შუამდგომლობების დაყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სარჩელის დაკმაყოფილების და პარტიების რეგისტრაციის გაუქმების შედეგად პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება.

ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიცია შეგნებულად აყენებს დაუსაბუთებელ შეუამდგომლობებს, რომ შემდეგ ისაუბროს იმაზე თითქოს ისინი მოსარჩელე მხარესთან თანაბარ პირობებში არ არიან.
„ჯერ სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. ორი დღეა მიმდინარეობს და ჯერ კიდევ შუამდგომლობების ეტაპები არ დასრულებულა. თუმცა ჩვენ ამ შუამდგომლობების ეტაპებზე ვნახეთ მათ მიერ დადგმული ერთგვარი შოუ. ამას იურისტობა არც სჭირდება, პირველი კურსის სტუდენტი მიხვდება და დაინახავს იმას, რომ ის შუამდგომლობები, რომლებიც მათი მხრიდან იყო დაყენებული უარგუმენტო და დაუსაბუთებელია. ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები თითქოს ვერ გაიგეს, რას ედავებიან არის აბსურდი, ვინაიდან სარჩელი არის სრულად დასაბუთებული.
ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, მოლოდინია არის იმის, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, რის შედეგადაც პოლიტიკური ველიგათავისუფლდება ბოროტი ძალებისგან.
„ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა რადიკალურმა ძალებმა დაამკვიდრეს ოპოზიციური ერთგვარი ქცევის სტანდარტი, რომელსაც ტრადიციულ კონსტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამაზე გაკარება არავის არ უნდა. ეს არ არის დემოკრატიული გაგებით ოპოზიცია. მიზანი, რაც არის მთლიანი ამ სასამართლო პროცესის, იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა სარჩელი დაკმაყოფილდება და გაუქმდება პარტიებისრეგისტრაცია , გაჯანსაღდება ერთგვარად პოლიტიკური ველი. ახალგაზრდებს, რომლებსაც ახლა გაკარება არ უნდათ, მერე წამოვა ახალი იდეები, ახალი იდეოლოგიები და თავიანთ რეალიზებას მოახდენენ“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ჯერ სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. ორი დღეა მიმდინარეობს და ჯერ კიდევ შუამდგომლობების ეტაპები არ დასრულებულა. თუმცა ჩვენ ამ შუამდგომლობების ეტაპებზე ვნახეთ მათ მიერ დადგმული ერთგვარი შოუ. ამას იურისტობა არც სჭირდება, პირველი კურსის სტუდენტი მიხვდება და დაინახავს იმას, რომ ის შუამდგომლობები, რომლებიც მათი მხრიდან იყო დაყენებული უარგუმენტო და დაუსაბუთებელია. ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა“
„ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა რადიკალურმა ძალებმა დაამკვიდრეს ოპოზიციური ერთგვარი ქცევის სტანდარტი, რომელსაც ტრადიციულ კონსტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამაზე გაკარება არავის არ უნდა. ეს არ არის დემოკრატიული გაგებით ოპოზიცია. მიზანი, რაც არის მთლიანი ამ სასამართლო პროცესის, იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა სარჩელი დაკმაყოფილდება და გაუქმდება პარტიებისრეგისტრაცია , გაჯანსაღდება ერთგვარად პოლიტიკური ველი. ახალგაზრდებს, რომლებსაც ახლა გაკარება არ უნდათ, მერე წამოვა ახალი იდეები, ახალი იდეოლოგიები და თავიანთ რეალიზებას მოახდენენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…