პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი შატაკიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ეს არის ხალხის წიაღში დაწყებული პროცესი, ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ბოლომდე, ისე რომ დაკვეთა, რომელიც ხალხისგან არის წამოსული მივიყვანოთ ბოლომდე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ხალხის დაკვეთაა და მმართველი გუნდი მას ბოლომდე მიიყვანს. დეპუტატი ოპოზიციას „კრიმინალური ენერგიის მქონე სინდიკატს“ უწოდებს და სასამართლო ტრიბუნის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს.

ირაკლი შატაკიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ეს არის ხალხის წიაღში დაწყებული პროცესი, ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ბოლომდე, ისე რომ დაკვეთა, რომელიც ხალხისგან არის წამოსული მივიყვანოთ ბოლომდე
იმედინიუსი

ეს არის არის მხოლოდ 88 მოსარჩელის მიერ დაწყებული პროცესი, ეს არის ხალხის წიაღში დაწყებული პროცესი, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილავზე საუბრისას.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებას დაპირდა, რომ დაიწყებდა რადიკალური პარტიების, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სამართლებრივ და პოლიტიკური პროცესს და ეს ეტაპობრივად განხორციელდა.

"პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, კომისიამ 150-მდე ადამიანი გამოკითხა, 800-მდე დაზარალებული მოქალაქის განცხადების განხილვა მოხდა, 6 თვეს გასტანა ამ პროცესმა და შემდეგ მივიღეთ დასკვნა, რაც გახდა ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისა. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ბოლომდე, ისე რომ დაკვეთა, რომელიც ხალხისგან არის წამოსული მივიყვანოთ ბოლომდე", - აღნიშნა შატაკიშვილმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, სასამართლო განხილვების ორმა დღემ საზოგადოებას ბევრი რამ დაანახა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვაქვს კრიმინალური ენერეგიის მქონე სინდიკატთან, რომლისთვისაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პროცესი საინტერესო არ არის. მათთვის ყველაზე მთავარია რადიკალიზაციის გზით, გარედან მიღებული დაკვეთებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს", - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა და გაიხსენა, რომ ოპოზიციას პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაჰქონდა, ხალხს არ ელაპარაკებოდა, რადიკალურ გზას მიმართავდა და მიჰქონდა იერიშები კონსტიტუციურ ინსტიტუციებზე.

"ანალოგიური მოხდა სასამართლო პროცესების დროსაც. ჯერ გარეთ, მასშტაბური აქციების დაანონსეს,შედეგად 40 კაციანი აქცია ვნახეთ, შემდეგ შიგნით შევიდნენ და შეეცადნენ სასამართლო ტრიბუნა გამოეყენებინათ პოლიტიკურ ტრიბუნად. თუ პოლიტიკური ტრიბუნით სარგებლობის სურვილი ჰქონდათ პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი შატაკიშვილი: ვნახეთ მათ მიერ დადგმული ერთგვარი შოუ. შუამდგომლობები, რომლებიც მათი მხრიდან იყო დაყენებული უარგუმენტო და დაუსაბუთებელია. ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები