ირაკლი შატაკიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: „ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ“
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს ბოლომდე მიიყვანენ; მისი თქმით, მაშინ როცა უკრაინასა და მოლდოვაში პარტიები აიკრძალა, საქართველო კრიტიკის ობიექტი უსაფუძვლოდ გახდა.

„ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი შატაკიშვილმა რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვერიდებით ხოლმე უკრაინის შეფასებას – ვიცით, რომ ძალიან რთულ დღეშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ საერთაშორისო ჰუმანიტარულ რეზოლუციას მივუერთდით, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ვართ უკრაინაზე და, მათ შორის, მოლდოვაზე წინ, თუმცა ეს რატომღაც ევრობიუროკრატების მხრიდან პირიქით არის აღქმული.
ანალოგიურად, არ არსებობს არავითარი პრობლემა, როდესაც უკრაინაში 20-მდე პარტია აიკრძალა, მოლდოვაში – 10-მდე, საქართველოს შემთხვევაში კი – პირველი პრეცედენტია და მაინც ჩვენ გავხდით კრიტიკის ობიექტი. რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას ამ შემთხვევაში, ანუ, სანამ სასამართლო გამოიტანს განაჩენსა და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ერთგვარად პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმციას. მათ შორის, ჩვენც კი – პარლამენტის წევრები, ვინც ხელს ვაწერთ ამ სარჩელს – მიუხედავად იმისა, რომ სარჩელს ვეთანხმებით, ჩვენივე შედგენილია და სასარჩელო მოთხოვნა აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს, მაინც წინსწრებით თავს ვიკავებთ მიღებული გადაწყვეტილების წინასწარი შეფასებისგან, რათა ეს არ იყოს აღქმული ისე, თითქოს სასამართლო ხელისუფლებაში ვერევით და სასამართლოს წინასწარ ვკარნახობთ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნა რომ არ გვჯეროდეს, არ შევადგენდით და იმ კონკრეტულ მოთხოვნას არ დავაყენებდით“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ“
„ჩვენ ყოველთვის ვერიდებით ხოლმე უკრაინის შეფასებას – ვიცით, რომ ძალიან რთულ დღეშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ საერთაშორისო ჰუმანიტარულ რეზოლუციას მივუერთდით, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ვართ უკრაინაზე და, მათ შორის, მოლდოვაზე წინ, თუმცა ეს რატომღაც ევრობიუროკრატების მხრიდან პირიქით არის აღქმული. ანალოგიურად, არ არსებობს არავითარი პრობლემა, როდესაც უკრაინაში 20-მდე პარტია აიკრძალა, მოლდოვაში – 10-მდე, საქართველოს შემთხვევაში კი – პირველი პრეცედენტია და მაინც ჩვენ გავხდით კრიტიკის ობიექტი. რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას ამ შემთხვევაში, ანუ, სანამ სასამართლო გამოიტანს განაჩენსა და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ერთგვარად პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმციას. მათ შორის, ჩვენც კი – პარლამენტის წევრები, ვინც ხელს ვაწერთ ამ სარჩელს – მიუხედავად იმისა, რომ სარჩელს ვეთანხმებით, ჩვენივე შედგენილია და სასარჩელო მოთხოვნა აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს, მაინც წინსწრებით თავს ვიკავებთ მიღებული გადაწყვეტილების წინასწარი შეფასებისგან, რათა ეს არ იყოს აღქმული ისე, თითქოს სასამართლო ხელისუფლებაში ვერევით და სასამართლოს წინასწარ ვკარნახობთ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნა რომ არ გვჯეროდეს, არ შევადგენდით და იმ კონკრეტულ მოთხოვნას არ დავაყენებდით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…