პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში. ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები

საქართველოს პარლამენტი

დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის აქციაზე მაქსიმუმ 7 000 ადამიანი გამოვიდა, თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეს და აქცია ნახევარ საათში დაიშალა.

დავით მათიკაშვილი: ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში. ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები
იმედინიუსი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო და მალევე დაიშალა.

მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას მეტის თავი არ აქვს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ „საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის“.

“ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის, რა აღარ იკადრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში. ვერ შეავსეს თავისუფლების მოედანი და ზუსტად ნახევარ საათში დაიშალა ეს აქცია. ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის რეალობა. ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები, მეტის თავი მათ რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ ერთადერთი მიზეზის გამო - საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები