ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიან

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „ლელოს“ წევრ გიორგი სიორიძის მიერ გამოყენებულ სიტყვა „ქოცს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა, რომლებმაც ეს შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიან
„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიანTV პირველი

„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიან - ეს ტერმინი "ქართული ოცნების" დეპუტატების მისამართით „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გამოიყენა.

ოპოზიციონერის მიერ გამოყენებულ სიტყვას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

ბატონო თავმჯდომარე, თქვენ განაცხადეთ, რომ სარჩელი მწყობრად იკითხებაო. ამ დარბაზში იმყოფება არაერთი იურისტი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს. უმრავლესობა იურისტებს, გარდა ქოცი დეპუტატებისა“, - თქვა სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები