პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს არის კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა" - სიორიძე ოპოზიციის აკრძალვის გეგმაზე

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნას კონსტიტუციური გადატრიალებისა და დიქტატურის გაფორმების მცდელობად აფასებს. სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

"ეს არის კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა" - სიორიძე ოპოზიციის აკრძალვის გეგმაზე
TV პირველი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე "ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმას "კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობად" აფასებს.

სიორიძის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო"ოცნების" სარჩელს დააკმაყოფილებს, საქართველოში დიქტატურა საბოლოოდ "გაფორმდება".

ეს არის სწორედ კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა. ეს არის დიქტატურის გაფორმების მცდელობა ამ ქვეყანაში. საბოლოოდ უარი თქვეს ყველანაირ ნიღაბზე, ყველანაირ სამოსელზე, ბოლომდე ჩამოიხსნეს ეს ნიღაბი და დარჩებიან ველურ ავტოკრატებად. ამისკენ მიაქანებენ საქართველოს, უფსკრულისკენ მიაქანებენ საქართველოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, ერთი მხრივ ხომ პარტიები აიკრძალება და დიქტატურა გაფორმდება, მაგრამ მეორე მხრივ, ის რაც ამ სარჩელში წერია, გახდება სავალდებულო კონსტიტუციური წესი. ანუ მომავალი ნათქვამი, რაც მომავალში პოტენციურად რუსეთის ინტერესებში არ შედიოდეს, რომ რუსეთი შეიძლება გააღიზიანოს, რომ აგრესია არ განახორციელოსო საქართველსო წინააღმდეგო, გამოცხადდება საბოტაჟად და ღალატად", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის სამი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის - ჯამში საუბარია სულ 12 შუამდგომლობაზე, ერთ შუამდგომლობაზე კი პლენუმის პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო, რას ედავება "ქართული ოცნება".

სასამართლო სხდომები იმ კვირაში ორსირებულ რეჟიმში განაცხადა - საკონსტიტუციო როგორც თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, შესაძლაო განხილვებს ვერც შემდეგ კვირაში მორჩნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი სიორიძე - გეგმა გაწერილია, ყოველ დღე ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობენ ხოლმე, აღმოჩნდა რომ პროცესები მინიმუმ ერთი კვირა იქნება და შეიძლება 30 დღეც არ ეყოს - ბიძინა ივანიშვილის გეგმას ასრულებს „ქართული ოცნების“ გუნდი და სასამართლო
  2. TV პირველიოპოზიციურისიორიძე: ყოველ დღე სიურპრიზებს გვთავაზობენ - ახლა აღმოჩნდა, რომ შეიძლება კიდევ ბევრი პროცესი დაემატოს და 30 დღე არ ეყოს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე - საზოგადოებამ დაინახა პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯის აბსურდულობა - ხალხს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა სურს და არცერთ შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას არ შევწყვეტთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები