პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

გიორგი სიორიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ პოლიტიკური მოტივითაა შეკერილი და ოპოზიციის გაუქმებას ისახავს მიზნად. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითი განხილვა განახლდა.

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე
TV პირველი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ოპოზიციაში გასული 8-დღიანი სხდომების მიმდინარეობას აფასებენ

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძის თქმით, საზოგადოებამ 8 დღიოს განმავლობაში კარგად დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივით შეკერილია".

უკვე ბევრი რამ გამოაჩინა გასულმა 8-დღიანმა პროცესმა, როგორც წარიმართა "ოცნების" მხრიდან. ჩემი აზრით, ეს იყო "ოცნებისთვის" საზოგადოების თვალში განადგურების ტოლფასი. დაინახა ყველამ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - არის სრულიად აბსურდული, პოლიტიკური მოტივით შეკერილი სარჩელი. არაფერ შუაში, არაფერ ბმაში არ არის ეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გააუქმონ პოლიტიკური ოპოზიცია., გააფორმონ დიქტატურა", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.

სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გადაიდო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიტიკური მოტივით შეკერილია“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები