ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ოცნების“ დეპუტატებს „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნიათ,

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „ოცნების“ დეპუტატებმა „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად შეაფასეს, რასაც სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა.

„ოცნების“ დეპუტატებს „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნიათ,
„ოცნების“ დეპუტატებს „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნიათ,ნეტგაზეთი

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნიათ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიაც ეთანხმება.

ამის შესახებ მათ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განხილვისას განაცხადეს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ განაცხადეთ, რომ სარჩელი მწყობრად იკითხებაო. ამ დარბაზში იმყოფება არაერთი იურისტი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს… უმრავლესობა იურისტებს, გარდა ქოცი დეპუტატებისა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.

სიორიძის ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატების აღშფოთება მოჰყვა, რომ მათთვის „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხმყოფელია.

„სასამართლოში ასე უნდა ისაუბროთ?!“, – განაცხადა „ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც. მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატების შენიშვნა სიტყვა „ქოცის“ გამოყენებასთან დაკავშირებით სწორია.

„სწორი შენიშვნაა, ხომ არ მომესმა-მეთქი და ამიტომ ვერ ჩავერიე“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

გიორგი სიორიძის თქმით, მას სიტყვა „ქოცი“ შეურაცხყოფის მისაყენებლად არ უთქვამს.

„შეურაცხმყოფლად არ მითქვამს არაფერი, შეურაცხყოფად მიიღეთ? ქოცი დეპუტატი ვთქვი. მე „ლელოელი“ ვინმემ რომ დამიძახოს, ნამდვილად მეამაყება და შეურაცხყოფად არ მივიღებ. თუ ეს შეურაცხმყოფელია, მე სასამართლო დარბაზში სიტყვა „ქოცს“ არ გამოვიყენებ. მე შეურაცხყოფად არ მიმიჩნევია. მე მახსოვს ირაკლი კობახიძე „ნაცები“, „შმაცები“ ა.შ. იძახდა, საზოგადოებრივ მეტყველებაში იყო დამკვიდრებული. „ქოცი“ შემოკლებაა, ასეა საზოგადოებაში დამკვიდრებული“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ განაცხადეთ, რომ სარჩელი მწყობრად იკითხებაო. ამ დარბაზში იმყოფება არაერთი იურისტი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს… უმრავლესობა იურისტებს, გარდა ქოცი დეპუტატებისა“
გიორგი სიორიძე
„სასამართლოში ასე უნდა ისაუბროთ?!“
გიორგი კახიანი
„სწორი შენიშვნაა, ხომ არ მომესმა-მეთქი და ამიტომ ვერ ჩავერიე“
რევაზ ნადარაია
„შეურაცხმყოფლად არ მითქვამს არაფერი, შეურაცხყოფად მიიღეთ? ქოცი დეპუტატი ვთქვი. მე „ლელოელი“ ვინმემ რომ დამიძახოს, ნამდვილად მეამაყება და შეურაცხყოფად არ მივიღებ. თუ ეს შეურაცხმყოფელია, მე სასამართლო დარბაზში სიტყვა „ქოცს“ არ გამოვიყენებ. მე შეურაცხყოფად არ მიმიჩნევია. მე მახსოვს ირაკლი კობახიძე „ნაცები“, „შმაცები“ ა.შ. იძახდა, საზოგადოებრივ მეტყველებაში იყო დამკვიდრებული. „ქოცი“ შემოკლებაა, ასეა საზოგადოებაში დამკვიდრებული“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეორე დღეა ევა გოცირიძე ითხოვს დაზუსტებას, რომელ პარტიას რას ედავება „ოცნება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები