ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის თელავის სასამართლომ ორი მოქალაქე 500-500 ლარით დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ორი მოქალაქე — ნათია არაბული და ზაქარია მორჩაძე 500-500 ლარით დააჯარიმა.

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის თელავის სასამართლომ ორი მოქალაქე 500-500 ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის თელავის სასამართლომ ორი მოქალაქე 500-500 ლარით დააჯარიმარუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ ორი საქმე განიხილა. ორივე მოქალაქეს 500-500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

საქმის მასალების მიხედვით, ნათია არაბულმა სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო ზაქარია მორჩაძემ სიძულვილის ენა გუბაზ სანიკიძის მიმართ გამოიყენა.

"ზაქარია მორჩაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიყენა გუბაზ სანიკიძეს. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ნათია არაბულის მიმართაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია გიგლემიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზაქარია მორჩაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიყენა გუბაზ სანიკიძეს. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ნათია არაბულის მიმართაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით“
ნათია გიგლემიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თელავის რაიონულმა სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე მოქალაქეებს ნათია არაბულსა და ზაქარია მორჩაძეს 500-500 ლარი ჯარიმა დააკისრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები