საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო, კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაჯარიმდა - პროცესები გრძელდება
სასამართლოებმა საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დააჯარიმეს. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაწყებული პროცესები გრძელდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ზვიად მამასახლისი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მიშა მშვილდაძეს და თამარ ჩერგოლეიშვილს. ასევე 500 ლარით დაჯარიმდა ეკა რობაქიძე. მან სიძულვილის ენა ზაზა ფაჩულიას მიმართ გამოიყენა. ფოთის რაინულმა სასამართლომ კი სამართალდამრღვევად ცნო ზაზა გრიგოლია, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ია სირანაშვილის მიაყენა. პროცესები გაიმართა თბილისშიც.
როგორც შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია გიგლემიანი აღნიშნავს, სამართალდარღვევის ოქმი შედგა კიდევ ერთი პირი სმიმართ.
"თენგიზ მელთაურის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფა მიაყენა მარიამ დარსაველიძეს. აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა პროცესზე, აღიარა და მოინანია ღიად ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის განხილვა დასრულდა, რაც შეეხება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილს, ის გადაიდო სხვა დროისთვის, გადაწყვეტილება ამ საქმეზე გამოცხადდება სხვა დროს", - აცხადებს ნათია გიგლემიანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„თენგიზ მელთაურის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფა მიაყენა მარიამ დარსაველიძეს. აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა პროცესზე, აღიარა და მოინანია ღიად ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის განხილვა დასრულდა, რაც შეეხება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილს, ის გადაიდო სხვა დროისთვის, გადაწყვეტილება ამ საქმეზე გამოცხადდება სხვა დროს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…