საზოგადოება · 5 ნოემბერი, 17:34
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ
საგარეჯოსა და ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლოებმა მოქალაქეები გიორგი ლოლაძე და დარინა მიქელაძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 500-500 ლარით დააჯარიმეს.

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა.
მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკისრა.
კიდევ ერთი საქმე განიხილა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ. დარინა მიქელაძეს მოსამართლემ 500 ლარი დააჯარიმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…