ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის მეზობელი ქვეყნისთვის გადაცემაში ხელისუფლების დადანაშაულება ინფორმაციული საბოტაჟია, რაც სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს ღალატში და გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არ აქვს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის საქართველოს ხელისუფლებას.
ანჯაფარიძის განცხადებით, ამას არანაირი საერთო არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან, ინფორმაციული საბოტაჟი შესაძლებელია სწრაფად ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში, საბოლოოდ კი - ღალატში.
"ეს სუბიექტი და სავარაუდოდ ის მედია, რომლის მეშვეობითაც ის ავრცელებს სიცრუეს საქართველოს და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სერიოზული მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის.
საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია, და განმეორებითი ინფორმაციული საბოტაჟი, ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ კი ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით არის როგორც დაცული, ასევე რეგულირებული," - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეს სუბიექტი და სავარაუდოდ ის მედია, რომლის მეშვეობითაც ის ავრცელებს სიცრუეს საქართველოს და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სერიოზული მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის. საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია, და განმეორებითი ინფორმაციული საბოტაჟი, ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ კი ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით არის როგორც დაცული, ასევე რეგულირებული,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…