ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

ექსპერტ დავით ჩიხელიძის განცხადებით, დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს, რაც დავით გარეჯის თემაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს
დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებსრუსთავი 2

ფაქტია, ბოლო დროს დიტო ჩუბინიძისა და "ასავალ - დასავალის" საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა. მათი განცხადებებისა და გავრცელებული ინფორმაციის მიზნები და შესაძლო შედეგები სათანადო შესწავლას საჭიროებს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გავრცელდეს ინფორმაცია, რომელიც ადამიანების რეპუტაციას აზიანებს, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ან სახელმწიფო ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

მისივე შეფასებით, დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

"დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს, დაკავება ჩუბინიძე მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა, ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის გაყიდვის შესახებ, საზოგადოებაში შეცდომას შეჰყავდა, რეპუტაციულ ზიანს აყენებდა თანამდებობის პირებს და საკუთარი განცხადებებით აზიანებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს. მისმა მავნებლურმა ქმედებებმა ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ჩუბინიძე მარტო მოქმედებდა, თუ მის მიერ აგორებული სიცრუის კამპანიის უკან ორგანიზებული ჯგუფი იდგა, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, რათა დაეზიანებინა ორი სტრატეგიული პარტნიორის თანამშრომლობა.

ფაქტია, ბოლო დროს დიტო ჩუბინიძის და "ასავალ - დასავალის" საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა, რადგან ისინი ღიად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სპონტანურად დაწყებული კამპანია არ უნდა იყოს, ყალბი აღქმების გაჩენა, დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა. საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც სასამართლომ უნდა გასცეს!

ერთი რამ ცხადია: ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ცნობები, რომლებიც ადამიანებს რეპუტაციას ულახავს, საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს ან სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე, პასუხისმგებლობით უნდა ვრცელდებოდეს. გამოგონილი ამბებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა უმნიშვნელო ქმედებად ვერ ჩაითვლება.

სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამოვლენას, არამედ ყველა შესაძლო გარემოების გამოძიებასაც. თუ დადასტურდება, რომ ვინმე განზრახ მოქმედებდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მან კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თანამდებობის, პროფესიისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად", - წერს ჩიხელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს, დაკავება ჩუბინიძე მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა, ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის გაყიდვის შესახებ, საზოგადოებაში შეცდომას შეჰყავდა, რეპუტაციულ ზიანს აყენებდა თანამდებობის პირებს და საკუთარი განცხადებებით აზიანებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს. მისმა მავნებლურმა ქმედებებმა ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ჩუბინიძე მარტო მოქმედებდა, თუ მის მიერ აგორებული სიცრუის კამპანიის უკან ორგანიზებული ჯგუფი იდგა, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, რათა დაეზიანებინა ორი სტრატეგიული პარტნიორის თანამშრომლობა. ფაქტია, ბოლო დროს დიტო ჩუბინიძის და "ასავალ - დასავალის" საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა, რადგან ისინი ღიად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სპონტანურად დაწყებული კამპანია არ უნდა იყოს, ყალბი აღქმების გაჩენა, დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა. საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც სასამართლომ უნდა გასცეს! ერთი რამ ცხადია: ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ცნობები, რომლებიც ადამიანებს რეპუტაციას ულახავს, საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს ან სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის. დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე, პასუხისმგებლობით უნდა ვრცელდებოდეს. გამოგონილი ამბებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა უმნიშვნელო ქმედებად ვერ ჩაითვლება. სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამოვლენას, არამედ ყველა შესაძლო გარემოების გამოძიებასაც. თუ დადასტურდება, რომ ვინმე განზრახ მოქმედებდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მან კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თანამდებობის, პროფესიისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“
„საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა, რადგან ისინი ღიად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სპონტანურად დაწყებული კამპანია არ უნდა იყოს, ყალბი აღქმების გაჩენა, დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა. საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც სასამართლომ უნდა გასცეს! ერთი რამ ცხადია: ჟურნალისტის სტატუსი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ცნობები, რომლებიც ადამიანებს რეპუტაციას ულახავს, საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს ან სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის. დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე, პასუხისმგებლობით უნდა ვრცელდებოდეს. გამოგონილი ამბებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა უმნიშვნელო ქმედებად ვერ ჩაითვლება. სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამოვლენას, არამედ ყველა შესაძლო გარემოების გამოძიებასაც. თუ დადასტურდება, რომ ვინმე განზრახ მოქმედებდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მან კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თანამდებობის, პროფესიისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“
დავით ჩიხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები