ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,,იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება“ – თამაზ ელიზბარაშვილის წერილი

თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა წერილი, სადაც საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. იგი ადასტურებს მუქარას TV ,,იმედის“ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, მას და მის მეუღლეს ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს.

,,იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება“ – თამაზ ელიზბარაშვილის წერილი
,,იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება“ – თამაზ ელიზბარაშვილის წერილიალია

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს, ამასთან დაკავშირებით განცხადება მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა:

,,ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო.

თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან ,,სხვაში’’ მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაწყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…

დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაწყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.

მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება.”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.