ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება, სადაც მოსამართლეთა პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას პროცესის გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება. სხდომები მომავალ კვირაშიც ჩაინიშნა. უკვე გამართული ორი პროცესი კი თითქმის სრულად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა სახის შუამდგომლობები. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს და მათ ანტი კონსტიტუციურ ქმედებებზე საუბრობს.

"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და სავარაუდოდ, დავიწყებთ უკვე ახსნა-განმარტების ეტაპს. ორი დღე ვითხოვდით ჩვენ გაგვერკვია თითოეული პარტია თუ რომელს რა ეპიზოდი მიემართებოდა იმ ერთიანი ხელოვნური და აბსურდული სარჩელით, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერც მოსამართლეებმა და ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლეს ჩვენთვის ამის არც ვერც ახსნა და ის შუამდგომლობებიც, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა, არ იქნა დაკმაყოფილებული.“ - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო უარს ამბობს პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები