საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული შუამდგომლობა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას მოპასუხე ოპოზიციურმა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ დააყენა.
პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის ალტერნატიული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ თუკი სასამართლო საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დასკვნაში მოცემული მტკიცებულებები მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს
- ნეტგაზეთიოპოზიცია წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს – პარტიების აკრძალვის საქმე
- ფორმულასაკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
- ნეტგაზეთიწულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.