პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვისრუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის შუამდგომლობა, რომ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებისას აღსრულების ვადა მინიმუმ ერთი თვით გადავადებულიყო. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მოთხოვნის დაკმაყოფილება „სამართლებრივი ნონსენსი“ იქნებოდა.

საკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს. შუამდგომლობით, ვადა არ უნდა ყოფილიყო ერთ თვეზე ნაკლები გადაწყვეტილების გამოცხადებიდან.

„საქმის განხილვის ამ ეტაპზე, მხარე დასკვნით სიტყვებამდე, სასამართლოს სთხოვს დაადგინოს რომ:

სარჩელის მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის, მათ შორის, იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შედეგების დადგომის ვადა განისაზღვრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით. ვადა არ იქნება ერთ თვეზე ნაკლები გადაწყვეტილების გამოცხადებიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებაში სარჩელის მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის დადგომის ვადის ზუსტი ხანგრძლივობა და შედეგის დადგომის ზუსტი თარიღი“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს შეუქცევადი შედეგის მყისიერად დადგომას და სასამართლომ თუ ეს გადაწყვიტა, მაშინ პარტიები საპროცესო უფლებებს კარგავენ, სუპრანაციონალურ (ზეეროვნულ) სასამართლოებში საქმის წაღებასთან დაკავშირებით.

მან მაგალითად მოიყვანა „რუსთავი 2-ის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

გვარამიამ განაცხადა, რომ აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა და აკრძალვის დაუყოვნებლივ ამოქმედება ორი სხვადასხვა საკითხია და მეორე პირველის აუცილებელი და მყისიერი თანმდევი შედეგი ყოველთვის არ არის.

„შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა“, – თქვა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, შუამდგომლობა არ ეხება გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

„მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, ანუ როდის გამოაცხადებთ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, როდესაც არ უნდა გამოცხადდეს ეს გადაწყვეტილება. არ აქვს ჩვენთვის ამას მნიშვნელობა“, – თქვა გვარამიამ.

ამ შუამდგომლობას ყველა სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაეთანხმნენ.

პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

„თავისი არსითაც და შინაარსითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან“, – თქვა ნადარაიამ.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილებაშივე უნდა მოხდეს მსჯელობა იმის შესახებ, მოხდება თუ არა შემდგომ აქტის აღსრულების გადავადება.

„[შუამდგომლობის] დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი, მე ასე მიმაჩნია და პლენუმს მიაჩნია ეს, არა მარტო მე“, – თქვა ნადარაიამ.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია - პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს - მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი
  2. რუსთავი 2სამთავრობომოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქმის განხილვის ამ ეტაპზე, მხარე დასკვნით სიტყვებამდე, სასამართლოს სთხოვს დაადგინოს რომ: სარჩელის მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის, მათ შორის, იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შედეგების დადგომის ვადა განისაზღვრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით. ვადა არ იქნება ერთ თვეზე ნაკლები გადაწყვეტილების გამოცხადებიდან. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებაში სარჩელის მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის დადგომის ვადის ზუსტი ხანგრძლივობა და შედეგის დადგომის ზუსტი თარიღი“
ნიკა გვარამია
„შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა“
„მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, ანუ როდის გამოაცხადებთ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, როდესაც არ უნდა გამოცხადდეს ეს გადაწყვეტილება. არ აქვს ჩვენთვის ამას მნიშვნელობა“
„თავისი არსითაც და შინაარსითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან“
„[შუამდგომლობის] დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი, მე ასე მიმაჩნია და პლენუმს მიაჩნია ეს, არა მარტო მე“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები