პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

პარტიების აკრძალვის საქმეზე ოპოზიციამ მტკიცებულებების ნუსხიდან თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღება მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 88 წევრის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

პარტიების აკრძალვის საქმე - ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე "ძლიერი საქართველო -ლელომ" და პარტია "ახალის" თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დააყენა.

ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულად დაუშვებლად ცნობას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიოპოზიცია წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს – პარტიების აკრძალვის საქმე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  3. ფორმულაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიწულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღების შესახებ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები