საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მომდევნო კვირასაც გაგრძელდება. ამ ეტაპზე სასამართლო კვლავ შუამდგომლობების განხილვაზე რჩება და ოპოზიციის არცერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება - ამის შესახებ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა.
ნადარაიას თანახმად, სხდომები იქნება ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევსაც.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება ხვალ 12:00 საათზეც.
დღევანდელ სხდომას ვასრულებთ. ხვალინდელი სხდომა უკვე დაგეგმილია, მაგრამ მინდა, გაცნობოთ, ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობს“, - განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებს
11 უარი ოპოზიციას - ამ დრომდე, არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის
საკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას
ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს - მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება
პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განაახლებს
რევაზ ნადარაია: სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება... არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს განაახლებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…