პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის შუამდგომლობა, რომლითაც პარტიების აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვდნენ. 88 დეპუტატის სარჩელით ხუთი ოპოზიციური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ფორმულა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას მოპასუხე ოპოზიციურმა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ დააყენა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეში წულუკიანის საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 აგვისტოს დასკვნის საქმიდან ამორიცხვის თაობაზე ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა | გადაწყვეტილება პლენუმმა ადგილზე, სათათბიროდ გასვლის გარეშე მიიღო“

პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის ალტერნატიული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ თუკი სასამართლო საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დასკვნაში მოცემული მტკიცებულებები მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიოპოზიცია წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს – პარტიების აკრძალვის საქმე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიწულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები