ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხეს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამორიცხვის შესახებ. ნიკა გვარამიამ დასკვნას „ფარატინა ქაღალდი“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი“ უწოდა.

წულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხეს
წულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხესნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიების შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვის შესახებ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმეში მტკიცებულების სახით დარჩება.

თუმცა სხდომის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასკვნაში არსებულ ინფორმაციას და შეფასებებს სასამართლო ფაქტობრივ მტკიცებულებად მიიღებს, არამედ ამ ყველაფერს ცალკე შეაფასებს.

დღეს, 21 ოქტომბერს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „ოცნების“ სარჩელის განხილვა დაიწყო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენა.

„დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც ხდება. სინამდვილეში, კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება ამ დასკვნიდან.

კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს. კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში: განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ – რჩებიან თავად, კორუმპირებულები“… – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარემ საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა დაბრუნდებოდა შუამდგომლობის საკითხს.

„თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან და სამართლებრივად დაასაბუთეთ შუამდგომლობა“, – ამ რეპლიკით მიმართა მოსამართლემ ნიკა გვარამიას.

„სად სხვაგან?“ – ჩაეკითხა მას გვარამია და ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა უკან უნდა გაითხოვონ იმიტომ, რომ ეს დასკვნა არის „პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი“.

„შუამდგომლობა ეხება იმას, შეიძლება თუ არა ამ აქტების საფუძველზე შექმნილი მასალა ამ საქმეში მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული და თუ შეიძლება, რა მტკიცებულებითი სტატუსი აქვს.

…დაუშვებლობის საგანი ასე უნდა განისაზღვროს ჩვენი აზრით – ის მოიცავს დასკვნას, დადგენილებას და კომისიის მიერვე წარმოებულ მასალას, უპირველეს ყოვლისა, მის სხდომებზე მიღებულ ჩვენებებსა და მის შეფასებებს, მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებს იმ პასუხების მისაღებად, რომელიც მათ სურთ, მხოლოდ მათ მიერ შერჩეულ მოწმეებსა თუ დაზარალებულებს. და მიუხედავად ხელმისაწვდომობისა, არც ერთი პირის დაკითხვას, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციები დაეცვა.

…მტკიცებულებად ეს დასკვნა არ გამოდგება, ესაა ფარატინა ქაღალდი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან საკონსტიტუციო სასამართლოს შესთავაზა ალტერნატიული ვარიანტიც, იმ შემთხვევაში, თუკი „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა დარჩება საქმეში, როგორც მტკიცებულება:

“ეს დასკვნა თუ რჩება [მტკიცებულებად], დაევალოს მოსარჩელეს თითოეული წარმოდგენილი მტკიცებულების მიმართ, მიუთითოს მათი წარმომავლობა, გადამოწმებადი მტკიცებულებები ჩვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ [შესაბამისად, ვერც სასამართლო] და წარმოადგინოს, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობაც დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, დადასტურებულ იქნება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სასამართლო სხდომაზე მან ასევე რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ „ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია“.

21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც ხდება. სინამდვილეში, კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება ამ დასკვნიდან. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს. კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში: განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ – რჩებიან თავად, კორუმპირებულები“
ნიკა გვარამია
„შუამდგომლობა ეხება იმას, შეიძლება თუ არა ამ აქტების საფუძველზე შექმნილი მასალა ამ საქმეში მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული და თუ შეიძლება, რა მტკიცებულებითი სტატუსი აქვს. …დაუშვებლობის საგანი ასე უნდა განისაზღვროს ჩვენი აზრით – ის მოიცავს დასკვნას, დადგენილებას და კომისიის მიერვე წარმოებულ მასალას, უპირველეს ყოვლისა, მის სხდომებზე მიღებულ ჩვენებებსა და მის შეფასებებს, მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებს იმ პასუხების მისაღებად, რომელიც მათ სურთ, მხოლოდ მათ მიერ შერჩეულ მოწმეებსა თუ დაზარალებულებს. და მიუხედავად ხელმისაწვდომობისა, არც ერთი პირის დაკითხვას, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციები დაეცვა. …მტკიცებულებად ეს დასკვნა არ გამოდგება, ესაა ფარატინა ქაღალდი“
ნიკა გვარამია
„ეს დასკვნა თუ რჩება [მტკიცებულებად], დაევალოს მოსარჩელეს თითოეული წარმოდგენილი მტკიცებულების მიმართ, მიუთითოს მათი წარმომავლობა, გადამოწმებადი მტკიცებულებები ჩვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ [შესაბამისად, ვერც სასამართლო] და წარმოადგინოს, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობაც დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, დადასტურებულ იქნება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია - სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს და მედასავლეთეებს - რჩებიან თავად, კორუმპირებულები და სამშობლოს მგმობელნი!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები